ალ პაჩინოს ბიოგრაფია

ცხოვრების ადრეული წლები 

ალ პაჩინოს მშობლები, როზი და სალვატორე პაჩინო ერთმანეთს მაშინ გაშორდნენ, როდესაც ალ პაჩინო 2 წლისა იყო.[1] დედამისი გადავიდა საცხოვრებლად მის მშობლებთან, ქეით და ჯეიმს ჯერარდებთან სამხრეთ ბრონქსში. ხოლო მამამისმა დაიწყო მუშაობა კალიფორნიაში. იგი მუშაობდა გამყიდველად და ჰქონდა თავის რესტორანი სახელად „Pacino's Lounge“, რომელიც დაიხურა 1992 წელს1960-იან წლებში ალ პაჩინო სწავლობდა ლი სტრასბერგის ხელმძღვანელობით. მან აღმოაჩინა, რომ ალ პაჩინო მსახიობობის ნიჭით იყო დაჯილდოებული. 
                                                  
                                                      
                                                    

კარიერა

1971 წელს, ფილმში „პანიკა ნიდლ-პარკში“, სადაც ალ პაჩინომ ითამაშა ნარკომანის როლი. მან ამ როლით ფრენსის ფორდ კოპოლას ყურადღება მიიქცია. მისი რეპუტაციის გაზრდა დაიწყო 1972 წლიდან, როდესაც ითამაშა მაიკლ კორლეონეს როლი, მაფიოზურ ფილმ „ნათლიმამაში“. ასევე წარმატებები მოუტანა მას 1973 წლის ფილმა „სერფიკომ“, სადაც მთავარი როლი მას ეკუთვნოდა. 1974 წელს, ალ პაჩინო უბრუნდება მაიკლ კორლეონეს როლს „ნათიმამა II“-ში (The Godfather: Part II)1974-75 წლებში, მან ითამაშა ფილმებში: ძაღლური შუადღე და ბობი დირფილდი და მიიღო ოქროს გლობუსი1970-იან წლებში მან მიიღო ოთხი ოსკარის ნომინაცია ”საუკეთესო შესრულება” ფილმებისთვის სერფიკო, ნათლიმამა III, ძაღლური შუადღე და ...და სამართლიანობა ყველასთვის. ალ პაჩინო აგრძელებს თავის წარმატებულ კარიერას. მან მოიგო ტონის დაჯილდოება ფილმისთვის რიჩარდ III.
მისი კარიერა მკვეთრად დაეცა 1980-იან წლებში. მისი გამოჩენა ფილმებში ზღვით მგზავრობა და ავტორი! ავტორი!, საკამათო იყო მაგრამ საბოლოოდ მაინც მას დარჩა მთავარი როლი ამ ორ ფილმში. მიუხედავად ამისა, 1983 წელს, ბრაიან დე პალმას ფილმში ნაიარევი სახე, ალ პაჩინომ ითამაშა ტონი მონტანას როლი, რითაც გააოცა მაყურებლები და დაამტკიცა თავის შესაძლებლობები. ალ პაჩინომ შემდეგ მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაცია „საუკეთესო შესრულება”, ფილმისთვის ნაიარევი სახე.
ალ პაჩინომ მიიღო ოსკარი ფილმისთვის დიკ ტრეისი1991 წელს იგი გამოჩნდა ახალ ფილმში ფრენკი და ჯონი. რითაც მიიღო ოსკარის ნომინაცია „საუკეთესო მსახიობი“. 1992 წელს ალ პაჩინომ ითამაშა ლეიტენანტ პოლკოვნიკ ფრენკ სლეიდის როლი ფილმში ქალის სურნელი. მან ასევე ითამაშა მთავარი როლი ფილმებში: კარლიტოს გზა (1993), დონი ბრასკო (1997), ჩვენიანი (1999) დაუძილობა (2002)

ალ პაჩინო დაბრუნდა მაიკლ კორლეონის როლში ოღონდ უკვე თამაშში The Godfather: The Game. ასევე ალ პაჩინო გვხვდება თამაშში Scarface: The World is Yours. პაჩინომ ნება დართო Electronic Arts-ს, რომ გამოეყენებინათ მისი ტიპაჟი, მაგრამ ხმა არ უნდა ყოფილიყო მიმსგავსებული. 2004 წელს მაიკლ რედფოლდის ფილმში ვენეციის ვაჭარი, ალ პაჩინომ ითამაშა შილოკის როლი. ალ პაჩინო გვხვდება ასევე 2007 წელს გამოსულ ფილმ ოუშენის ცამეტ მეგობარში, სადაც მან ითამაშა ვილი ბენკის როლი.



პირადი ცხოვრება



2001 წლის იანვარშილოს-ანჟელესის ერთ-ერთ კლინიკაში ორმოცდაექვსი წლის მსახიობი ბევერლი და ანჯელო პირველად გახდა დედა. ფეხმძიმობის პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას პრესა გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს. ტყუპების - ოლივოს და ანტონის ბედნიერი მამა ალ პაჩინოა. პრესაში პოპულარული გახდა სათაური: ”ნათლიმამა სამოცი წლის ასაკში მამა გახდა”. რატონ ასე სოლიდურ ასაკში? ალ პაჩინო ამბობს: ”არც ერთ ქალთან მიგრძვნია თავი ასე კომფორტულად. სხვებს არ ესმოდათ, რომ განმარტოება ჩემთვის აუცილებელია. ბევერლი ცოტაოდენ თავისუფლებას მიტოვებს...”
ისინი ცოლ-ქმარი არ არიან. პაჩინო არასოდეს დაქორწინებულა - ”ორჯერ კინაღამ შევცდი, მაგრამ ქორწინების არ მჯერა”.
დრამატურგიის პედაგოგ შანა ტარანთამ ხანმოკლე რომანის შემდეგ პაჩინოს პირველი ქალიშვილი შეეძინა. ცამეტი წლის ჟელი-მარიასთან იმ დროის დიდ ნაწილს ატარებდა.
ერთხელ დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ პაჩინოს ასაკი არა აქვს. სამოცდაათი წელი სოლიდური ასაკია და სწორედ ახლა დაიწყო წელიწადში სამ-ოთხ ფილმში თამაში. პაჩინოს საკუთარი უცნაური ცხოვრებისეული ციკლები აქვს. კინოში ოცდაათი წლის მოვიდა და ათ წელიწადში ყველაფერი მოასწრო, რაზეც კი ოცნება შეიძლება. მეექვსე ათწლეულის შემდეგ პირველად იგრძნო, რომ რაღაცას მიაღწია, გათავისუფლდა. ”გადაღებისას მოლოდინში მყოფს როლი უკვე აღარ მტანჯავს. ათ წუთში შემიძლია როლში შევიდე.”
სიდნეი ლუმეტმა ალ პაჩინოს მსახიობის ”ემოციური გაშიშვლების” ინსტრუმენტი უწოდა. თავად მსახიობი კი თვლის, რომ დროთა განმავლობაში ”ემოციონალური ათლეტი” ხდება. ჰოდა, ასაკთან ერთად ”ათლეტი” უფრო გაძლიერდა და როგორც იქნა, დაძლია მორიდებულობა. მის პრემიერაზე ”ნათლიმამას” ნახვაც არ შეეძლო. მხოლოდ ოცდახუთი წლის შემდეგ, საიუბილეო ჩვენებაზე უყურა საკუთარ თავს. სარკეში ცქერას ვერასოდეს იტანდა. ერთ დროს ეშინოდა, რომ საკუთარი გვარი კინოკარიერისთვის არ ივარგებდა და სონი სკოტის ფსევდონიმის აღება დააპირა. 
თამაში ძალიან პატარამ დაიწყო. ბრონქსში მცხოვრები იტალიელი ემიგრანტების ძალიან დიდ ოჯახში. უამრავი ბიძებისა და დეიდების, გამზრდელი ბებიისა და ბაბუას გარემოცვაში მაინც მარტოსული იყო. პატარა, დედასთან ერთად ხშირად დადიოდა კინოში. შემდეგ კი ნანახი ფილმებიდან როლებს ანსახიერებდა დაყრუებული დეიდის და ბებია-ბაბუას წინაშე. სკოლაში ცუდად სწავლობდა, სამაგიეროდ ბევრს კითხულობდა. პაჩინომ სპექტაკლი პირველად თოთხმეტი წლისამ ნახა. ბრონქსის ერთ-ერთ კვარტალში პატარა დასი ჩეხოვის ”თოლიას” თამაშობდა. ცოტა ხნის შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი, მეტსახელად ”არტისტი”დრამატული ხელოვნების სასწავლებლის მსმენელი გახდა. თეატრი მის ცხოვრებაში ყველაზე დიდ სიყვარულად დარჩა. აკეთებდა ყველაფერს - მუშაობდა ოფიციანტად, კინოთეატრის მოლარედ, თამაშობდა შექსპირის თითქმის ყველა პერსონაჟს...პირველად კინოროლი შეასრულა ფილმში ”პანიკა ნილდ-პარკში”. ფილმმა წარმატება მოიპოვა და სწორედ მაშინ შეამჩნია პაჩინო რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ. მან უდიდესი სკანდალის შემდეგ დაარწმუნა პროდიუსერები და ალ პაჩინო ”ნათლიმამაში” მაიკლ კორლეონეს როლზე დაამტკიცეს. მისი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა. პაჩინო მილიონერი გახდა, მაგრამ მოულოდნელი პოპულარობით გამოწვეული სტრესი იმდენად დიდი იყო, რომ სასმელს მიეტანა. გაურბოდა ჟურნალისტებს, ცნობისმოყვარეებისაგან დასამალად რესტორანში განცალკევებით მაგიდას ეძებდა. ბოლოს ”ანონიბული ალკოჰოლიკების” კლუბში აღმოჩნდა და მიხვდა, რომ ცხოვრების საღად აღქმა მისთვის უკვე სასიამოვნო გახდა. 
”ჩემი მელანქოლიური სახე მაიკლ კორლეონესგან წარმოიშვა. ნიუ-იორკის ქუჩებში ხშირად მაიკლს მეძახიან. ზოგჯერ თავად მგონია, რომ სწორედ ისა ვარ”.
რიჩარდ მესამეს როლის მოსამზადებლად პაჩინო სახლში ხელოვნურ კუზს იკეთებდა; ”ნაიარევ სახეზე” მუშაობის დროს კუბური აქცენტით ლაპარაკობდა; უსინათლო პოლკოვნიკის თამაში ისეთი ძნელი იყო, რომ ლამის მართლა დაბრმავდა. ”როცა ვთამაშოვ, მთელი ჩემი ცხოვრება პერსონაჟზეა კონცენტრირებული. მას უნდა დაუთმო მთელი დრო, უნდა გაინტერესებდეს მისი პრობლემები, მისწრაფებები...”.მეშვიდე ათწლეულში გადაბიჯების შემდეგ ალ პაჩინო დროის ტყუილად ხარჯვას ერიდება. ”ადრე როლებს ზედმიწევნით ვარჩევდი. ახლა დრო ბევრი აღარ მაქვს”. თავის დროზე პაჩინომ უამრავ სცენაზე თქვა უარი: ”კრამერი კრამერის წინააღმდეგ”, ”ვარსკვლავების ომები”, ლამაზმანი”, კლუბი კოტონი”, ”რემბო”, ”ტრაფიკი”... და სწორედაც მოიქცა. - წარმოუდგენელია, მაგალითად პაჩინო-რემბო. სამაგიეროდ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მის მაგივრად ”კარლიტოს გზაში”, ”ეშმაკის ადვოკატში”, ”ნათლიმამაში”, ”ცხელ შუადღეში” თუ ”ქალის სურნელში”?
 ალ პაჩინო ძალიან ბევრს მუშაობს ”ცხოვრების მეორე ნახევარში ხვდები, რომ გვირაბში უკანდასაბრუნებელი ბილეთის გარეშე მიქრიხარ. შორს ის მთა მოჩანს, სადაც შენი უკანასკნელი გაჩერებაა. მაგრამ სანამ იქ მივსულვარ, მინდა იმის კეთება გავაგრძელო, რასაც ვაკეთებ”. ჰოლივუდის პარტრიარქი ისევ კინოზე ოცნებობს - ოცნებობს ითამაშოს სკორსეზესთან და უკვე აღარ ოცნებობს ჰამლეტზე (”მესმის, რომ ეს როლი აღარ შემეფერება, მაგრამ შემოთავაზება მაინც შეეძლოთ.”). მისი ცხოვრების ახალი ფაზა, ასაკი რომ არა, ძალიან გავს შესაშურ ახალგაზრდობას. ალ პაჩინომ ჟანრის ყველა კანონი დაარღვია - ”არასწორედ დაბერდა”. როცა ”უძილობაში” იღებდნენ და ჭაღარად აქციეს, საღებავმა თმა გაუხუნა. ალ პაჩინო წინააღმდეგი არ იყო[2].




ოჯახი

  • ბაბუა: ჯეიმს ჯერარდი
  • ბებია: ქეით ჯერარდი
  • მამა: ალფრედ პაჩინო, იყო 18 წლის როდესაც გაჩნდა ალ პაჩინო, დატოვა სახლი როდესაც ალ პაჩინო იყო 2 წლის
  • დედა: როზა პაჩინო, გარდაიცვალა 1962 წელს
  • დედინაცვალი: კატერინა კოვინ-პაჩინო
  • ნახევარდა: რობერტა პაჩინო, პაულას ტყუპი
  • ნახევარდა: პაულა პაჩინო, რობერტას ტყუპი
  • შვილი: ჯულია მერი პაჩინო, დაიბადა 1989 წლის ოქტომბერს
  • შვილი: ანტონ პაჩინო, დაიბადა 2001 წლის 25 იანვარს, ოლივიას ტყუპი
  • შვილი: ოლივია პაჩინო, დაიბადა 2001 წლის 25 იანვარს, ანტონის ტყუპი


 
 


ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი




ოქროს გლობუსი 



  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ნათლიმამა (1973)
  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი, სერფიკო (1974)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ნათლიმამა II (1975)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, Dog Day Afternoon (1976)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, Bobby Deerfield (1978)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ...And Justice for All (1980)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ავტორი! ავტორი (1983)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ნაიარევი სახე (1984)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, Sea of Love (1990)
  • ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, დიკ ტრეისი (1991)
  • ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ნათლიმამა III (1991)
  • ნომინაცია: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, Glengarry Glen Ross (1993)
  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი, ქალის სურნელი (1993)
  • ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი მინი სერიალში ტელევიზიისთვის, Angels in America (2004)



ფილმოგრაფია 


წელისახელიროლიშენიშვნა
1969Me, Natalieტონიდებიუტი
1971The Panic in Needle Parkბობი
1972ნათლიმამამაიკლ კორლეონეშემოსავალი: $35,000
1973Scarecrowფრენსის ლიონელ 'ლიონ' დელბუჩი
სერფიკოფრანკ სერფიკოშემოსავალი: $15,000
1974ნათლიმამა IIმაიკლ კორლეონეშემოსავალი: $500,000+10% მოგება
1975Dog Day Afternoonსანი
1977Bobby Deerfieldბობი დირფილდი
1979…And Justice for Allარტურ კირკლენდი
1980Cruisingსტივ ბურნსი
1982ავტორი, ავტორიივან ტრავალიანი
1983ნაიარევი სახეტონი მონტანა
1985Revolutionტომ დობი
1989სიყვარულის ზღვაფრენკ კელერი
1990The Local Stigmaticგრაჰამიგადაღებულია 1985 წელს
დიკ ტრეისიდიდი ბიჭი კარპისიშემოსავალი: $4,500,000
ნათლიმამა IIIმაიკლ კორლეონეშემოსავალი: $5,000,000
1991Frankie and Johnnyჯონი
1992ქალის სურნელიფრენკ სლეიდი
Glengarry Glen Rossრიკი რომა
1993კარლიტოს გზაკარლიტო ”ჩარლი” ბრიგანტე
1995შერკინებავინჩენტ ჰანა
Two Bitsჯიტანო საბატონი
1996Looking for Richardდირექტორი
City Hallჯონ პაპასი
1997The Devil's Advocateჯონ მილტონი
Donnie Brascoბენჟამინ რუჯიერო
1999Any Given Sundayტონი დ’ამატო
The Insiderლოველ ბერგმენი
2000Chinese Coffeeჰერი ლევინიასევე რეჟისორი; გადაღებულია 1997 წელს
2002S1m0neვიკტორ ტარანსკიშემოსავალი: $11,000,000
Insomniaვილ დორმერი
People I Knowელი ვურმენი
2003The Recruitვოლტერ ვურკი
Angels in Americaროი კონი
Gigliსტარკმენი
2004The Merchant of Veniceშილოკი
2005Two for the Moneyვოლტერ აბრამსი
200788 Minutesჯეკ გრამი
Ocean's Thirteenვილი ბენკი
2008მკვლელობის უფლებადეტექტივი დევიდ ფისკიასევე პროდიუსერი
2009Dali & I: The Surreal Storyსალვადორ დალიასევე პროდიუსერი














No comments:

Post a Comment